24.Dec .2020 18:28

სახელმწიფომ მარკირების ოპერატორ „სიქპას“ ხელშეკრულება გაუგრძელა

236
Back

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2021 წელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაფარავს. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, მთავრობა უალკოჰოლო სასმელების მარკირების პროცესს 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დააფინანსებს. როგორც საქმის კურსისთვის გახდა ცნობილი, სახელმწიფომ მარკირების განმახორციელებელ შვეიცარულ კომპანია „სიქპასთან“ ხელშეკრულებასაც გადახედა. რა სქემით იხდის სახელწმიფო მარკირების ღირებულებას, რომელიც თავდაპირველად გათვალისიწნებული იყო, რომ თავად ბიზნესს უნდა გადაეხადა და როგორ გააგრძელებს ქვეყანა ადმინისტრირებას მას შემდეგ რაც “სიქპასთან” გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურება.