Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახელმწიფოს პასუხი სათამაშო ბიზნესსა და სპორტსმენებს

BM.GE
20.12.21 23:38
360
აზარტული თამაშების შეზღუდვაზე კანონპროექტის საკომიტეტი განხილვა, მესამე მოსმენით დასრულდა. დაჩქარებული წესით განხილვის პროცესში, რეგულაციების შინაარსი ხელისუფლებამ არ შეცვალა, თუმცა შეზღუდვების ძირითადი ნაწილის ამოქმედება 1 მარტამდე გადაავადა. შედეგად, იანვრიდან სათამაშო ბიზნესისთვის მხოლოდ ახალი საგადასახადო რეჟიმი შევა ძალაში. სარეკლამო ბიზნესისა და აზარტული თამაშების კომპანიების წარმომადგენლები, დღეს, კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას უკვე აღარც ესწრებოდნენ, რაც წინა სხდომების შინაარსიდან მოსალოდნელიც იყო. რატომ არ წავიდა ბიზნესისთვის ხელშესახებ დათმობებზე ხელისუფლება?