Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პირველი ქართველი ბოტი იურისტი

59ef47e3f350e
ელენე გოგბერაშვილი
24.10.17 19:00
949
პირველი ქართველი ბოტი იურისტი-ლობოტი ინტერნეტ სივრცეში დაახლოებით ორი კვირაა ოპერირებს. ინოვაციური ტექნოლოგიის შემქმნელი კომპანია CC Legal & Advisory-ია. ლობოტს ამ ეტაპზე მხოლოდ ,,სითი პარკის’’ თბილისის პარკირების საჯარიმო ქვითრების ანალიზი შეუძლია. პროცესი 5 წუთზე ნაკლებს იკავებს. რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდგომ, ლობოტი დაუყოვნებლივ ამზადებს რეალურ საჩივარს. როგორც კომპანიის მთავარი იურისტი, კოკა ჭედია ,,საქმის კურსთან’’ აცხადებს, ლობოტის სერვისით სარგებლობა ფეისბუქმომხმარებლებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

მისი ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში ლობოტმა სითი პარკის ჯარიმაზე 238 საჩივარი დაწერა. 238 საჩივრიდან ერთი საჩივარი უკვე წარდგენილია შესაბამის ორგანოში.

ახლო მომავალში პარკირების ჯარიმების ქვითრების ანალიზის გარდა ქართველი ბოტი იურისტი შეძლებს პატრულის ჯარიმების გასაჩივრებას და კომპანიებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეფასებას. ლობოტის შექმნა ტექნიკურად კომპანია Leavingstone-მა უზრუნველყო.