Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საზაფხულო ბანაკი „ძალა ერთობაშია“

BM.GE
22.05.21 00:38
395
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით 20 ივნისიდან 9 ივლისამდე საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი „ძალა ერთობაშია“ აამოქმედებს. საოკუპაციო ხაზის სოფლებში მცხოვრები 24 ბავშვი ზაფხულის ორ კვირას ბორჯომის ხეობის უნიკალურ ბანაკში გაატარებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მსგავსი საქველმოქმედო პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. პროექტის ბენეფიციარების პირველ ნაკადს კოკა-კოლას საწარმოში საინტერესო ექსკურსია ჩაუტარდათ.