19.May .2021 18:10

სებ-ის ანგარიში - 2021: ტურიზმი, სესხები, ლარიზაცია

172
Back

„ლარის კურსზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტურიზმის აღდგენაა. თუ ამის ნაწილობრივი აღდგენა მაინც მოხდება წელს, ეს დადებითი იქნება“, - ეს განცხადება სების ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ლარის კურსის რყევებს შეეხებოდა. ტურიზმის სექტორის აღდგენა არა მხოლოდ ლარის სტაბილურობისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად ეკონომიკის ზრდისთვის. წლის დასაწყისში სების მენეჯმენტი აცხადებდა, რომ თუ ტურიზმი საერთოდ არ აღდგებოდა, წელს ეკონომიკა, დაახლოებით, 1%-ით გაიზრდებოდა. პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ზამთრის ტურისტული სეზონი სულ რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ჯერჯერობით ბუნდოვანია ზაფხულის ტურისტული სეზონის მომავალიც.