Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა

5a0d846684bf7
bm.ge
16.11.17 15:24
760
2017 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 307.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.0 პროცენტით (20.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი მოდიოდა.




ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა. 2017 წლის ოქტომბერში მეზობელი ქვეყნიდან 39,3 მილიონი დოლარი შემოვიდა. შემდეგ მოდის საბერძნეთი 13,2 მილიონი დოლარით, იტალია 12,7 მილიონი დოლარით და აშშ 12,3 მილიონი დოლარით.

2017 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (46.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.0 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.