Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაამკაცრა

BM.GE
28.04.21 14:24
446
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაამკაცრა. სების განმარტებით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა. წინა სხდომის შემდეგ შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი, საბაზო სცენარში დაახლოებით 4%-ია. ასევე, ინფლაციის დინამიკაზე ნარჩუნდება საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდისგან მომდინარე წნეხი, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 23 ივნისს ჩატარდება. რაც შეეხება სესხების რაოდენობას, რომელზეც პროცენტი გაიზარდა, 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.