11.May .2021 14:49

სებ-ს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტის მიღების უფლება ექნება

Back

საქართველოს ეროვნულ ბანკს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან დეპოზიტის მიღების უფლება ექნება - ამას პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი ითვალისწინებს, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. კანონის თანახმად, "დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს" შეუძლია, ეროვნულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში. ამასთანავე, კანონის მიხედვით, სებ-ს დეპოზიტების მიღება ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკებისგანაც შეუძლია.

სტუმარი: ოთარ ძიძიკაშვილი - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი.