03.Feb .2022 14:51

სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოს“ შეამოწმებს - შესაძლოა GWP-შიც შევიდეს

186
Back

გადაწყვეტილება მიღებულია - სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოს“ შეამოწმებს - გადაწყვეტილება კომისიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ შემოწმება მომდევნო კვირაში დაიწყება და დაახლოებით ერთი თვე გასტანს. სხდომაზე შემმოწმებელი კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა. საკითხს მონიტორინგს ენერგოომბუდსმენის აპარატიც გაუწევს. სხდომაზე განიმარტა, რომ შემოწმება განპირობებულია მომხმარებელთა დიდი ნაწილის სემეკ-ისთვის მიმართვით, სადაც აბონენტები დარიცხულ მაღალ გადასახადებზე მიუთითებენ. 

სტუმარი: დავით ნარმანია - "სემეკის" ხელმძღვანელი