Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ესტონელი ბიზნესმენი: საქართველოში ბიუროკრატია თვიდან-თვემდე იზრდება

59fb02f6963e1
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.17 15:34
765
ესტონელი ბიზნესმენის ოლეგ ოსინოვსკის განცხადებით, საქართველოში ბიუროკრატია ყოველწიურად და ყოველთვიურად იზრდება. ამის შესახებ მან "საქმის კურსს" მთავრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

"ბიუროკრატია ყველგანაა. ქართული ბიუროკრატია თვისობრივად კიდევ განსხვავებულია, რასაც მეტწილად მენტალიტეტი განსაზღვრავს. პრინციპში, აქ არ არის ისეთი შეფერხებები, რომლებიც უკანონო ან არალოგიკურია. მაგრამ, სამწუხაროა, რომ ბიუროკრატია წლიდან წლამდე იზრდება და ეს შესამჩნევია. საქართველოში მუშაობა 10 წლის წინ დავიწყეთ და ვხედავთ, ბიუროკრატია ყოველთვიურად იზრდება. ესტონეთში ბიურიკრატია კიდევ უფრო დიდია. რაც უფრო უახლოვდები ევროკავშირს, მეტია ბიუროკრატია. ეს ცუდია, მაგრამ გასაგებია საიდანაც მოდის",- აცხადებს ოსინოვსკი.

ბიზნესმენი ინვესტიციას ახორციელებს ენერგეტიკაში, ასევე ის არის საქართველოში პირველი საერთაშორისო გოლფ-კლუბის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი.