Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"2020 წლიდან ვგეგმავთ, რომ პენსიის ზრდა იყოს წესზე დამყარებული"

59f87918a7111
სალომე მეცხვარიშვილი
31.10.17 17:30
727
2020 წლიდან ვგეგმავთ, რომ პენსიის ზრდა იყოს წესზე დამყარებული,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აცხადებს.

მისი თქმით, საპენსიო რეფორმის ფარგლებში განიხილება, რომ საბაზისო პენსიის ზრდა გარკვეულ წესებზე დაყრდნობით მოხდეს და აღარ გაგრძელდეს დღეს არსებული პრაქტიკა. 

"ამოცანა არის ის, რომ პენსიის ზრდა იყოს წესზე დამყარებული. რამდენიმე წლის შემდეგ, 2020 წლიდან ვგეგმავთ, რომ პენსიის ზრდა იყოს წესზე დამყარებული. ინდექსირების სხვადასხვა საშუალებებია. საუბარი იყო (პენსიის ზრდის) ინფლაციაზე მიბმასთან დაკავშირებით და ეს საკითხიც განიხილება. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გავქვს კომუნიკაცია და ამაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება",- აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.