14.Feb .2022 19:14

შავი ბაზარი და ნებართვების “გადაყიდვა”- საერთაშორისო გადაზიდვები

325
Back

საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიები ბუნდოვან სანებართო პირობებზე და არასამართლიან კონკურენტულ გარემოზე საუბრობენ. შესაბამისი კვლევა გასული კვირის ბოლოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა წარადგინა. პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან ნებართვების ნაწილში დაწესებული კვოტა ტვირთბრუნვის გაზრდის ფონზე საკმარისი აღარ არის, შესაბამისად, ავტოგადამზიდავებს 1 ან 2 თვიანი წყვეტა აქვთ, რაც გადაზიდვების პროცესს აფერხებს. კომპანიები მთავრობას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.