Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

შავი ზღვის ნავთობი და გაზი - რა პოტენციალი აქვს საქართველოს?

BM.GE
07.07.22 16:50
164
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიო ენერგორესურსების დივერსიფიცირებაზე კიდევ ერთხელ დააფიქრა. ენერგეტიკულ უსაფრთხოება ისევ აქტუალური თემაა. ამ ახალ რეალობაში შავი ზღვაში არსებულმა ნავთობისა და გაზის მარაგებმა შესაძლოა ენერგეტიკულ დაფაზე ახალი მოთამაშეები გააჩინოს. შავი ზღვის ქვეყნებში მიმდინარე ნავთობისა და გაზის პროექტები და ენერგეტიკული წყაროების ჩანაცვლების საკითხები 22-23 ივნისს ბუქარესტში, რეგიონულ სამიტზეც განიხილეს. ამ სამიტზე საქართველოში მიმდინარე პროექტებიც წარადგინეს. გაზრდილი რისკების მიუხედავად, როგორია ინტერესი შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძიების მიმართ და როგორ შეიძლება საქართველომ წიაღისეული საწვავის ჯერ მოძიებისა, შემდეგ კი, მოპოვების ინტერესი გაუღვიძოს ინვესტორებს?

სტუმარი: გიორგი ტატიშვილი - საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი;