Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შეღავათიანი აგროსესხით ფერმერებს აგროდრონის და მეტეოსადგურის შეძენა შეეძლებათ

BM.GE
07.12.22 11:52
97
ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა უმარტივდებათ. აგროკრედიტის პროექტში შესული ცვლილებების თანახმად, შეღავათიანი აგროსესხით ფერმერებს შეუძლიათ აგროდრონი და მეტეოსადგური შეიძინონ. აგროდრონების შეძენის შემთხვევაში სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდეა. იგივე პირობა მოქმედებს მეტეოსადგურების მოწყობის შემთხვევაშიც. რა უპირატესობა აქვს ახალ ტექნოლოგიებს და რა ეფექტს მისცემს მისი გამოყენება ფერმერებს?

სტუმრები: ილია თამარაშვილი - სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი;
დიმიტრი ბანკანაშვილი -ფერმერი;
ლერი ტაბატაძე - ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი