Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შესაძლოა, ელექტროენერგიის სუბსიდირება მოხდეს

5a97caa6b24c0
BM.GE
01.03.18 13:37
871
პარლამენტში ჯანდაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და სოციალურ დახმარებას მიიღებენ. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია; მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად; ხოლო 5 ან მეტ შვილიანი ოჯახი მე-5-ე და მომდევნო ბავშვზე დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით, 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.

ჯამური ფინანსური შედეგი სარგებლის სახით იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი.

შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის.

მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი საქართველოში 2006 წელს გაუქმდა.