Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ვინაობა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

5a2e29dc3e64b
BM.GE
11.12.17 10:42
1153
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დათვლის გაჭიანურებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი არჩვენებში ბევრი კანდიდატის მონაწილეობას უკავშირებს. როგორც მან "საქმიანი დილის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, არჩევნების შედეგების დათვლა რთული პროცესია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც "2500 კაცი აძლევს ხმას 5 სხვადსხვა ფერის ბიულეტენზე" -ასე უპასუხა ხატიაშვილმა საქმიანი დილის შეკითხვას, თუ რატომ დასჭირდა 3 დღე 2048 ადვოკატის ხმის დათვლას.

ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების შედეგების დათვლას ყოველთვის 3 დღე მაინც სჭირდება, რადგან ეს საკმაოდ რთული პროცესია.

"3 დღე უნდა (დათვლას) იმდენი კანდიდატია არჩევნებში... ეს არის უმძიმესი პროცესი. 2500 კაცი აძლევს ხმას 5 სხვადსხვა ფერის ბიულეტენზე. აღმასრულებელ საბჭოში მონაწილეობდა 40-მდე კაცი. ეთიკის კომისიაში თვითონ თავმჯდომარე, არაადვოკატი წევრები... სამ დღეზე ადრე არასოდეს არ მომხმდარა არჩევნების შედეგების დათვლა",- აცხადებს ხატიაშვილი.

კითხვაზე, როდის დაიდება საბოლოო შედეგები, ის აცხადებს, რომ შედეგები, სავარაუდოდ, დღეს იქნება.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობდა.