Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

“შემოდგომის ლეგენდა 2020”-ის ფინალისტები ცნობილია

BM.GE
19.10.20 10:11
515
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე „ჩაის სახლში“ და მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2020“ იმპროვიზაციული ტური გაიმართა. დაარსების დღიდან ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური ყოველწლიურად კახეთში იმართება, თუმცა პანდემიის გავლენით და ქვეყანაში შექმნი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ლეგენდა წელს უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა. წერის მარათონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით, სოციალური დისტანციისა და დაცვის საშუალებების გამოყენებით გაიმართა.