Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შემოსავლების სამსახური ავტომფლობელებს მანქანების განბაჟებისკენ მოუწოდებს

BM.GE
14.02.22 13:43
310
შემოსავლების სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტიორების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს/წარმომადგენლებს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის აღსრულება. 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით, რომელიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით (შესაბამისი საფასურის - 1 კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით), ხოლო რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს. 


ზემოაღნიშნული ვადების გადაცილება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, თუმცა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობისა და სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რამოდენიმეჯერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება კონკრეტულ ვადებზე მითითებით. 

სტუმარი: ვლადიმერ ხუნდაძე - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;