Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შემოსავლების სამსახური ვირტუალური ზონის პირებისთვის დაბეგვრის რეჟიმზე განმარტებებს აკეთებს

BM.GE
19.05.21 09:28
702
კანონმდებლობის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან. საინფორმაციო ტექნოლოგიებში იგულისხმება კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები. იურიდიული პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა არის ვირტუალურ ზონაში საქმიანობა, ხოლო აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიები სარგებლობენ მთელი რიგი საგადასახადო შეღავათებით. 

სტუმარი: რომან ბუღაძე - შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი.