Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

5a126d63c0c63
BM.GE
20.11.17 09:50
906
პარასკევს დოლარი დაეცა ძირითადი ვალუტების მიმართ. ხუთშაბათს წარმომადგენელთა პალატამ 2018 წლის საგადასახადო რეფორმა გაიზიარა, რომელიც ინდივიდუალურ და კორპორაციულ გადასახადებს შეამცირებს. ამ რეფორმის გატარების შემთხვევაში, 1980-იანი წლების შემდეგ ამერიკაში უდიდეს საგადასახადო შემსუბუქებასთან გვექნება საქმე.

თუმცა კანონპროექტის ლეგისლაციის გზაზე ბევრი დაბრკოლება იქნება. ერთია განხეთქილება თავად რესპუბლიკელთა რიგებში, ხოლო მეორე სენატის კანონმდებლები, რომლებიც უახლოეს კვირებში უყრიან საკითხს კენჭს.

დოლარს ასევე აიაფებდა ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიება და გამოძიების შესახებ ახალი ანგარიშების გამოქვეყნება. ნებისმიერი სიახლე, რომელიც ტრამპს სანდოობას უკარგავს, ავტომატურად ჩრდილს აყენებს ტრამპის ადმინისტრაციის უნარს, გაატაროს საგადასახადო ან ნებისმიერი სხვა ფისკალური რეფორმა.

იაპონური იენის მიმართ დოლარი 5 კვირის მინიმუმზე დაეცა და ერთი დოლარი 112 იენი ღირს. ევროს ფასიც გაიზარდა პროცენტის მეხუთედით პარასკევის მიწურულს და ერთი ევროს ფასი დოლარსა და 18 ცენტს უახლოვდება.

გირვანქა სტერლინგი ორკვირანახევრის უმაღლეს ნიშნულზეა და მისი ფასი დოლარსა და 32 ცენტს აჭარბებს. თუმცა პარასკევი დღის ბოლოს გრაფიკი გაიაფებისკენ შემობრუნდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა შეახსენა პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის ბრეგზიტის სამოქმედო გეგმის მიღების დედლაინი – დეკემბრის დასაწყისი.