27.Jan .2021 09:06

შრი-ლანკა ტურისტებისთვის გაიხსნა

Back

შრი-ლანკა ტურისტებს ყველა ქვეყნიდან 21 იანვრიდან იღებს, ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ გასულ კვირას მიიღო და განაცხადა. მათი თქმით გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს, თუმცა უსაფრთხოების დაცვით და სხვა ქვეყნებთან შედარებით მაინც გარკვეული თავისუფლების შენარჩუნებით, შრილანკა ტურისტებს იმ აუცილებელ გარემოს სთავაზობს, რაც მოგზაურებს სჭირდებათ. და ასე დაიწყო კუნძულმა სექტორის ამოქმედებაც. დარგის, რომელზეც დგას ეკონომკა და 3 მილიონი ადამიანის შემოსავალიც.