Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Samsung-ის მოგება რეკორდულად იზრდება

59fd9cc61c5c1
BM.GE
04.11.17 14:54
885
სამხრეთ-კორეული კორპორაციის Samsung Electronics წმინდა მოგება III კვარტალში წლიურად დაახლოებით 2.5-ჯერ 9.95 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ასევე კომპანიის საოპერაციო მოგებაც 2.8-ჯერ 12.9 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი და ამგვარად Samsung-მა II კვარტალში დამყარებული საოპერაციო მოგების რეკორდი მოხნა, მაშინ ანალოგიური მაჩვენებელი 12.1 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

არსებული ინფორმაციით, III კვარტალში ელექტროტექნიკის უმსხვილესი სამხრეთ-კორეული მწარმოებლის მობილური ტელეფონების ბიზნესის საოპერაციო მოგება 33-ჯერ გაიზარდა და 2.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

თავად კომპანია მაჩვენებლების ზრდას მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებს. Samsung იმედოვნებს, რომ IV კვარტალში სმარტფონებსა და პლანშეტებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ Galaxy Note 7- ის პრობლემების გამო, 2016 წელს კომპანიის ფინანსური შედეგები შემცირებული იყო. შეფასებების მიხედვით, Galaxy Note 7-თან დაკავშირებული სკანდალი კორპორაციას 6.5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.