Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ"

5a1541326a920
BM.GE
22.11.17 13:19
706
„სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა. მისი თქმით, საელჩო აქტიურად აკვირდება მოვლენებს და ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„ყველაზე მეტად გვაღელვებს უსაფრთხოება, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. ვიცით რომ გარკვეული ზომებია მიღებული, რათა სპეცოპერაციის დროს ხალხი არ დაზარალდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება. ოპერაციის დროს არ უნდა დაშავდეს არავინ.

ასევე, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ“, - ამბობს ელჩი.