Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში ჩამოქვეითდა

5a8e5f1c53f99
BM.GE
22.02.18 10:10
720
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2017 წელის კვლევაში საქართველოს 56 ქულა აქვს და 46-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. 2017 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია ახალ ზელანდიაში (89 ქულა), დანიაში (88 ქულა) და ფინეთში (85 ქულა). ინდექსი ყველაზე მაღალი - სომალიშია (9 ქულა).

გასულ წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 1-ით, ხოლო პოზიცია კი 2 საფეხურით გაუარესდა.

საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის რეგიონში. რეგიონში მეორე ადგილს მონტენეგრო იკავებს, მესამეს კი ბელორუსი.

კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნო 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ.

კორუფციის აღქმის ინდექსი სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 52 ქულა მიიღო (51-ე ადგილი), 2013 წელს - 49 ქულა (55-ე ადგილი), 2014 წელს - 52 ქულა (50-ე ადგილი), 2015 წელს - 52 ქულა (48 ადგილი).