Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დიო: 2017 წელს მოგების გადასახადის რეფორმამ დიდი სარგებელი მოგვიტანა

5a44a815c533e
BM.GE
28.12.17 12:13
841
კომპანიამ „დიო“ 2017 წელს 15%-იანი ზრდით დაასრულა. კომანიის აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მიმდინარე წელს კომპანიის ზრდა ნაკლები იყო, ვიდრე 2016-ში, თუმცა კომპანიას მომდევნო წელთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

"ვფიქრობთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. გამოწვევებისთვის მზად ვართ. პრობლემები 2017 წელს ნაკლებად იყო. ლარის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დიდი ხნის მანძილზე კი ლარი იყო სტაბილური, ბოლო თვეებს თუ არ გავითვალისწინებთ. დიდი სარგებელი მოიტანა მოგების გადასახადის რეფორმამ, რადგან ვიგრძენით გამოჯანსაღებული ნაღდი ფულის ბრუნვა, რაც რეინვესტირებისთვის გამოვიყენეთ და გავფართოვდით.

ჩვენ ISO სტანდარტები დავრნერგეთ 2005 წელს. სერტიფიცირება რთული პროცედურა აღმოჩნდა. იმისთვის რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარსხიანი პროდუქცია, მთავარია, რომ კომპანიაში მუშაობდეს ხარისხის კონტროლი“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.