06.Jun .2021 12:06

#SILKNET & #SAS Software სტრატეგიული თანამშრომლობა

Back

ამ კვირის მთავარი ბიზნესმოვლენა გამახსენდა, რომელიც ალბათ მაინც "სილქნეტისა" და SAS Software-ის სტრატეგიული პარტნიორობა გახდა. SAS Software-ი მომხმარებლის მონაცემთა სფეროში მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა, რაც სილქნეტს შესაძლებლობას უქმნის, საკუთარ აბონენტებს უშუალოდ მათ სურვილებზე მორგებული პაკეტები და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს - მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკის მეშვეობით. თუმცა, სილქნეტისა და SAS Software-ის პარტნიორობის სარგებელი ერთ კომპანიას ცდება და როგორც ჩანს, პოზიტიური გავლენა ექნება საქართველოს მთელს ციფრულ გარემოზე.

ამ სახის პარტნიორობა საქართველოში პირველია. პირველობის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ქართულ და ამერიკულ კომპანიებს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც დაესწრო და აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკული ინვესტიციების ზრდა ორი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანაა.