Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“სილქ როუდ რიალ ისთეითმა” $20 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

BM.GE
26.04.23 11:57
120
Galt & Taggart-ის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით სილქ როუდ რიალ ისთეითმა 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიაგაციები გამოუშვა. ამ 20 მილიონის განთავსება მხოლოდ პირველი ეტაპია და მეორე ნახევარის განთავსება რამდენადაც წლის განმავლობაშია დაგეგმილი. ობლიგაციების პირველი ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.00%-ს შეადგენს.

ტავის მხრივ ვიდრე ამ განთავსების დეტალებზე სტუმრებთან ერთად მოგიყვებით, უკვე კარგად ნაცნობ კომპანიაზე პრინციპში მაგრამ მაინც მოკლედ გეტყვით რას წარმოადგენ „სილქ როუდ რიალ ისთეითი“, რომელიც თავის მხრივ “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანიაა, ორ მიმართულებას აერთიანებს: - Silk Development უზრუნველყოფს ახალი უძრავი ქონების პროექტების განვითარებას; - Silk Hospitality მართავს უკვე დასრულებულ ობიექტებს; „სილქ როუდ რიალ ისთეითი“ ფლობს და მართავს რადისონის ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, ასევე წინანდალში სასტუმრო „პარკ ჰოტელს“, მრავალფუნქციურ კომპლექსს „რესპუბლიკას“ თბილისში, გასართობ და საკონფერენციო სივრცეებს.

სტუმრები: ოთარ შარიქაძე - Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი;
მერი ჩაჩანიძე - "თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი;
ნონა ონიანი - "სილქ როუდ ჯგუფის" ფინანსური დირექტორი;