Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მექანიზატორი" ახალ ტექნიკას შეიძენს

5a45f4e3e6a49
BM.GE
29.12.17 11:54
914
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, შპს „მექანიზატორი“ 120 მაღალი გამავლობის ტექნიკას (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი) და 20 ერთეულ შემასხურებელ სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტს შეიძენს.

შპს „მექანიზატორისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები საქართველოში რეგისტრირებულ ტექნიკის მომწოდებულ 60-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან გამართეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც დღეს აღნიშნულ ბაზარზე არსებობს.

ტექნიკის მომწოდებლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებით თანხები გამოიყო, რომელიც გარდა შესაწამლი პრეპარატებისა, შესაბამისი ტექნიკის შეძენას უნდა მოხმარდეს. გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა თანმიმდევრულად, დროში ზუსტად განსაზღვრული გრაფიკით განხორციელდა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში ოპერტიულად უნდა მოხდეს საჭირო აღჭურვილობის შესყიდვა.