Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მინდა ვთხოვო თანამშრომლებს, პარკირების სპეციალური საშვები ოჯახის წევრებს არ გადასცენ"

5a716331c6394
BM.GE
31.01.18 10:30
860
თბილისის მერი კახა კალაძე თანამშრომლებს მოუწოდებს პარკირების სამსახურეობრივი საშვები არამიზნობრივად არ გამოიყენონ და არ გადასცენ ოჯახის წევრებს.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები პარკირების სპეციალური საშვებით სარგებლობასთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს საშვები განკუთვნილია მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომობილებისთვის და იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან. მინდა ვთხოვო მოადგილეებს და თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის კუთხით.

ჩვენ არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისგან", - განაცხადა კალაძემ.