Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გუდაურის განაშენიანების რეგულირების გეგმა შემუშავდა

5a461d8223865
BM.GE
29.12.17 14:46
703
ეკონომიკის სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ინიცირებით, კომპანია "თავისუფალი არქიტექტორების“ მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდა.

"მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" ოფისში გაიმართა 2 გეგმარებითი არეალის საჯარო განხილვა, სადაც ავტორთა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ინფორმაცია მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ.

განხილვაში მონაწილეობდნენ აღნიშნულ არეალებზე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაინტერესებული პირები და საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები - სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური.

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმები საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე შემუშავდა.