Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სოცაგენტები გაფიცვას აგრძელებენ

BM.GE
19.01.22 13:47
165
სოციალური აგენტებისთვის ხელფასების მატების ბრძანება დამტკიცდა. დოკუმენტის თანახმად, ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. 

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. 

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შრომის მომატებული ანაზღაურების შესახებ ბრძანება ძალაში ხვალიდან, ანუ 20 იანვრიდან შევა, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მომატებულ ხელფასებს 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან მიიღებენ. გაზრდილი ხელფესების მიუხედავად სოცაგენტები გაფიცვას არ წყვეტენ, როგორც BMG-სთვის ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება მისაღები არ არის და საპროტესტო აქცია გრძელდება. 

სტუმარი: დავით ომსარაშვილი - სოციალური აგენტების ადვოკატი, „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი.