07.Apr .2021 09:47

სოციალური ღონისძიებისთვის ფართის გაქირავება იკრძალება

Back

სოციალური ღონისძიებების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძე ამბობს, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რის მიხედვითაც, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით.