Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

5a129d71d6926
დავით ჯალაღონია
20.11.17 13:13
901
თბილისში 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. დედაქალაქის ახალი მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ცაიშის ქ. N36-ის მაცხოვრებლებს ეხებათ, რომელთაც საერთო ჯამში 1 353 კვადრატული მეტრის ფართი დაუკანონდებათ.

"ყველა რაიონში იყო ფაქტები, სადაც მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, თაობები გაზარდეს და დღესაც იმის შიში აქვთ, ხვალ ვინმე არ მივიდეს და გამოასახლოს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცით დაპირება, რომ პირველივე დღიდან, როდესაც კი ჩვენი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მოგვეცემოდა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. 23 ოჯახი სწორედ ის ოჯახებია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, ფართის დაკანონებას ვერ ახერხებდნენ", - აღნიშნა კახა კალაძემ.