28.Dec .2020 08:52

“სოკარ ენერჯი ჯორჯია“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვებ პროდუქტებს გადასცემს

491
Back

კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს ძირითადი საკვები პროდუქტებით დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები, საქართველოს მასშტაბით ჯამში სულ 3000 ოჯახს გადაეცემა. დასარიგებელი სურსათის ღირებულება 279,570 ლარს შეადგენს. ბენეფიციარების სია ყველა რეგიონში ადგილობრივ მთავრობასთან არის შეთანხმებული.