29.Sep .2022 10:44

„სოლიდარობის ბრენდინგი“ - პროექტი შიდა ქართლის მოქალაქეებისთვის

Back

ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით IDFI, რითეილ ასოციაციის, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონისა“ და გორის ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერით შიდა ქართლის რეგიონში „სოლიდარობის ბრენდინგის“ პროექტს ახორციელებს. 

პროექტი მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს ახალი ბრენდის იდენტობა, რომელიც გამოხატავს სოლიდარობას ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს ტერიტორიის გასწვრივ შექმნილ წარმოებულ პროდუქციის პოპულარიზაციას. პროექტი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით ხორციელდება. 

სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
ანტონ ვაჭარაძე - IDFI-ს მეხსიერების და დეზინფორმაციის მიმართულების კვლევების ხელმძღვანელი.