Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სპორტის ეკონომიკა - რაგბის კომერციალიზაცია

BM.GE
25.10.22 17:13
170
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის ემზადება. ორ შეხვედრას ბორჯღალოსნები საქართველოში და ერთსაც უელსში გამართავენ. სამივე მეტოქე 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა და გულშემატკივარს საინტერესო ნოემბერი ელის. პირველი ორი თამაში სამშობლოში გვაქვს – 6 ნოემბერს ურუგვაის ვმასპინძლობთ, რომელიც საფრანგეთში ამერიკა1-ის სახელით მოხვდა, ხოლო 12 ნოემბერს სამოას. ნოემბრის ტესტებს 19 ნოემბერს უელსთან, კარდიფში, დავასრულებთ. რაგბი საქართველოში ძალიან პოპულარული სპორტია, მით უფრო იტალიის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიმართ ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა, არამარტო ქვეყნის შიგნით, მსოფლიოს მასშტაბით. განვითარებისთვის კი აუცილებელია ფინანსები, რომლის მოზიდვასაც კარგი შედეგების გარდა, კარგი მარკეტინგული ღონისძიებები სჭირდება, რას აკეთებს რაგბის კავშირი ამ მიმართულებით და როგორ ვემზადებით ნოემბრის ტესტებისთვის? 

სტუმარი: ნიკა ალავიძე - საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი;