Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სტარტაპები და მათი სამომავლო გამოწვევები

BM.GE
15.09.20 10:15
500
დადგა თუ არა მსოფლიოსთვის ეტაპი, როცა ეპიდემიის შეჩერებაზე კონცენტრირებული ყურადღება და ძალისხმევა უკვე ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრას შეიძლება გაუნაწილონ ძნელი სათქმელია. მსოფლიოს გლობალური ეკონომიკური კრიზისების გამოცდილება არც ისე უხვად მაგრამ მაინც აქვს, ყველა უკვე განვლილი და სახელმძღვანელოებში მოხვედრილი ქცევის თუ გადაწყვეტილებებისას ეკონომისტებისთვის ასე თუ ისე ნათელი იყო რასთან ჰქოდნათ საქმე. დღეს გაურკვევლობა ყველაზე დიდი უცნობია ამ მრავალუცნობიან განტოლებაში და ამოხნა როდის იქნება მით უფრო არ ვიცით. გაუჭირდება ყველას ვის ეყოფა გადარჩენისთვის რესურსი ეს გამოჩნდება. სტარტაპებისთვის რესურსის დეფიციტი განსაკუთრებით პრობლემური და მწვავე მშვიდობიანობის დროსაც კი ჩვეულებრივი მოვლენაა, მით უფრო რთულია მათი განვითარებისათვის ყოველდღიურობა დღეს. გლობალურ ჭრილში ქართული სტარტაპების რამე მატრიცაში მოქცევა ადვილი საქმე არ არის მაგრამ პრობლემები რომ მათაც გაუმძაფრდათ ეს ფაქტია.