Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"Bloomberg-ის სისტემით ვალუტით ვაჭრობაში ორი ბანკის წილი 30%-ია"

59fc61a2182f4
თელარა გელანტია
03.11.17 16:29
793
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, Bloomberg-ის სისტემით ვალუტით ვაჭრობაში ორი მსხვილი ბანკის ჯამური წილი 30%-ია.

მესტვირისშვილის თქმით, ბლუმბერგის სისტემაში ბანკები ვაჭრობენ კლიენტების დავალებით, ამიტომ მათი აქტივობა კლიენტების აქტივობაზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება იმას , რომ მხოლოდ ორი ბანკი ვაჭრობს Bloomberg-ის სისტემაში და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ ბლუმბერგში არის 20 აქტიური მოთამაშე. მათ შორის, 2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ვაჭრობაში ორი მსხვილი ბანკის ჯამური წილი 30%-ია. აქედან გაყიდვებში - უცხოური ვალუტის მიწოდებაში ეს ორი ბანკი ლიდერია, ხოლო ყიდვაში ამ ორი მსხვილი ბანკიდან არცერთი არაა პირველ ადგილზე“, - განაცხადა მესტვირიშვილმა და დასძინა, რომ ოქტომბერშიც მსგავსი სურათი იყო.