Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ახალქალაქის გამგეობამ შპს "ვემს" შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე უარი უთხრა

5a8bc51eea43a
მარი როჭიკაშვილი
20.02.18 10:49
716
ახალქალაქის გამგეობამ შპს “ვემს” შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე, ბიუჯეტში სათანადო თანხების არ არსებობის გამო, უარი უთხრა. თუმცა, კომპანიამ გამგეობიდან თანხა სასმართლოს ძალით მაინც მიიღო. ამ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა შპს „ვემს“, 2017 წლის განმავლობაში გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაუფორმა, ღირებულებით 75.3 ათასი ლარი. ხელშეკრულების ღირებულება თებერვალში ამოიწურა. თუმცა, 2017 წელს კვლავ შეიქმნა გზების გაწმენდის სამუშაოების აუცილებლობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შპს “ვემმა” 50 000 ლარის ღირებულების თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა, რაც აღიარა გამგეობამ. თუმცა ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, ბიუჯეტში სათანადო თანხების არ არსებობის გამო.

კომპანიამ სარჩელით მიმართა ახალქალაქის სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტს კომპანიის სასარგებლოდ 72,9 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რაც შემდეგ გამგეობამ სრულად აანაზღაურა.

აუდიტის სამსახური, ახალქალაქის მუნიციპალიტეტისგან კანონმდებლობის დამრღვევი პირების მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარებას ითხოვს.”
გამგეობამ დაარღვია შესყიდვების კანონმდებლობა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ჩაიბარა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები”– აცხადებენ აუდიტის სამსახურში.