საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა უფრო სწორედ გაუმჭვირვალობაა დღევანდელი #წერტილის ფოკუსში - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალე რეჟიმში იღებს. განცხადება ამის თაობაზე ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა და ძალიან რთულია, არ დავეთანხმოთ.
რადგან საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ბოლო განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, ხოლო 2021 წელს მიღებული არცერთი განკარგულება საჯარო არ გამხდარა. მდგომარეობა არც 2022 წელს გამოსწორებულა და არც მიმდინარე წელს. ამასობაში მთავრობის ადმინისტრაციამ ახალი ვებგვერდი შექმნა, სადაც არქივის ატვირთვა ხდება, მაგრამ 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მიღებული განკარგულებები არც განახლებულ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის რეგლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე არა უგვიანეს 3 დღისა, ატვირთოს.
მაშინ რატომ არღვევს მთავრობა რეგლამენტს და რატომ არ აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთა გასაჯაროების ვალდებულება აქვს - შარშან, BMG-ის მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, მთავრობის ადმინისტრაციიდან პასუხი ამ კითხვებზე ვერ მივიღეთ.
გასულ წელს ამ თემაზე მეც მოვამზადე სიუჟეტი, რასაც დროში ძალიან საეჭვოდ დაემთხვა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მთავრობის სხდომის გასაშუქებლად ჩემი არდაშვება და თან სრულიად გაუგებარი მიზეზით - თურმე ბევრ კითხვას ვსვამ.... საბოლოოდ, პრემიერის პრესსამსახურს მაინც მოუწია ჩემი აკრძალვის გაუქმება, თუმცა ამ დრომდე არ მაქვს პასუხი და ძალიან მაინტერესებს - რატომ გაბედეს ის, რაც გაბედეს...
აღსანიშნია, ისიც, რომ მაშინ ამ საქმით სახალხო დამცველიც დაინტერესდა - ომბუდსმენის აპარატმა მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ რის გამო მეთქვა უარი დავსწრებოდი მთავრობის სხდომას, თუმცა აღნიშნულზე პასუხი ვერც მათ მიიღეს.
მოკლედ, ისევ მთავრობის მიერ განკარგულებების გამოქვეყნების საკითხს რომ დავუბრუნდე, აღსანიშნია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებები მოითხოვა, მაგრამ როგორც IDFI-ში დღეს გვითხრეს, მესამე წელი დაიწყო და პროგრესი ისაა, რომ მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა 22 მარტისთვის. ანუ მთავრობის ადმინისტრაცია განკარგულებებს არც ტვირთავს ვებგვერდზე და საჯარო ინფორმაციასაც როცა ითხოვს ორგანიზაცია, არც მაშინ გასცემს.
საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადების თანახმად კი, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. გასული წლის განკარგულებების 40% – 372-დან 150 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც.
დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც - ადმინისტრაციამ შარშან ჩვენი გაგზავნილი 47 წერილიდან არცერთს არ უპასუხა“, - წერია განცხადებაში.
სტუმარი: გიორგი ონიანი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
თელარა გელანტია - bm.ge-ის მთავარი რედაქტორი, „წერტილი“ - ავტორი & წამყვანი;
See all the news
All News
"Georgia will be faithful to the European path... I serve this path" - Ambassador of Georgia to France
Gold is shining in the new geopolitical world
JSC “Rustavi Azot” was sold
We Are Creating An Innovative Co-Working Space In Tbilisi - Sergi Gvarjaladze
NG Georgia - თარგმანი ყველა ენაზე
The Rich Often Enjoy Tax Break - Deputy Minister
Israel Got Acquainted With The Business Tourism Potential Of Georgia
Kettari Foundation became a partner of DATAFEST this year
#ბიზნესსიახლეები BM.GE-სგან / 11.11.2022
საქმის კურსი - 11.11.2022 - კოლაჟი
„1500 ადამიანი უმუშევარი დარჩება“ - 38 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეზღუდული აქვს
“პროდუქტებზე ფასების ზრდა იმდენად მაღალი იყო, რომ მცირედი კლება შესამჩნევი აღარ არის” - ივა ჭყონია
მაკროეკონომიკური ტრენდები მსოფლიოსა და საქართველოში
"დღეს, ახალგაზრდები ხედავენ თუ რა ხდება მსოფლიო კულინარიაში, რას ნიშნავს იყო მზარეული, რას ნიშნავს გქონდეს ტიტული და შენი ქვეყანა გააცნო მსოფლიოს კულინარიით" - ლევან კობიაშვილი
EBRD to fund the rehabilitation of 10 metro stations in Tbilisi with €50 million project
Tata Power’s CEO Pays Visit to BMG
Turkiye generates more than $35B tourism income in 1st nine months of 2022
NEQSOL Holding has won defamation case against Communications Commission
Trip.com says China hotel bookings are surpassing pre-pandemic levels
კვალიფიციური კადრების დეფიციტი - #ForbesTalks