03.Feb .2021 18:36

სუბსიდიის მიღმა დარჩენილი ბიზნესი - გაძვირდება თუ არა სურსათი?

Back

დარჩება თუ არა საქართველოში მოქმედი ასობით კომპანია ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდიის მიღმა და გაძვირდება თუ არა სურსათი? 2021 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა, მთავრობამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეწარმეების ნაწილს გაზრდილი ტარიფის 50% დაუსუბსიდიროს. შეღავათები საკვები პროდუქტების ადგილობრივ მწარმოებლებს ეხებათ. დაპირებული სუბსიდიით სარგებლობისთვის კომპანიებს რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე უნდა გაევლოთ, მაგრამ უმრავლესობამ ამის შესახებ გვიან ან საერთოდ ვერ შეიტყო. სად შეიქმნა პრობლემა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?