Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო გაიხსნა

5a89563d6d5a2
BM.GE
18.02.18 18:00
1088
დუბაი სიმაღლის ახალ რეკორდ ამყარებს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში Sheikh Zayed Road-ზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო Gevora გაიხსნა, - წერს Khaleej Times.

სასტუმრო 75 სართულისგან შედგება და მისი სიმაღლე 356 მეტრია. აქამდე ყველაზე მაღალი სასტუმროს ტიტულს კომპლექსი JW Marriott Marquis ფლობდა, რომლის შენობაც 72 სართულია და მისი სიმაღლე 355 მეტრს აღწევს.

რეკორდსმენ სასტუმროში 4 რესტორანი, ღია აუზი, რამდენიმე სპორტული დარბაზი და 528 ოთახია. შენობის 71-ე სართულზე მდიდრული სპა-სალონია განთავსებული. სასტუმროში 6 ლიფტია, - ბოლოდან პირველ სართულზე დაბრუნებას კი 38 წამი სჭირდება.