Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“სხვა ლეველის ოდისეა” - ახალი ქართული ანიმაციური სერიალი

BM.GE
06.07.22 14:23
245
“სხვა ლეველის ოდისეა” ქართული ანიმაციური სერიალია, რომელსაც დემოკრატიის ლაბორატორია, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. სერიალი შედგება მინიმუმ 2 სეზონისა და 20 დამოუკიდებელი სერიისგან, რომლებიც ნაციონალური ტელევიზიის საშუალებით ეთერში 2022-2023 წლებში გავა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების ზრდას როგორც ახალგაზრდებში, ისე მათ ოჯახებსა და ფართო აუდიტორიაში ანიმაციის მაგიური ძალის მეშვეობით და დაეხმაროს მათ იმის გააზრებაში, თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა ტყუილ-მართლის გასარჩევად საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენის გზით. პირველი ქართული ეპიკური ანიმაციური სერიალის მთავარი გმირი დავითაა, რომელიც 2 სატელევიზიო სეზონის განმავლობაში ეცდება აუდიტორიას ცრუ ინფორმაციის ძალა დანახოს. დაანახოს თუ რამხელა ქაოსის გამოწვევა შეუძლია გამიზნულად გავრცელებულ ყალბ ამბებს.

სტუმარი: ნათია ზოიძე - "სექტორი 3" - ის აღმასრულებელი დირექტორი; ნინიკო ბოჯგუა - "დემლაბის" დირექტორი.