Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლა, შესაძლოა, გადავადდეს

BM.GE
12.10.22 16:31
305
რუსეთ-უკრაინის ომის ნეგატიური გავლენების გადასაზღვევად, რეგულაცია, რომელიც თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლას გულისხმობს, შესაძლოა გადავადდეს. შესაბამის ცვლილებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ გადავადება უკრაინაში არსებულ ომს უკავშირდება, რადგანაც საქართველოსთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის 80%-ზე მეტი სწორედ უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ საქმიანობა ფაქტობრივად შეაჩერეს და თამბაქოს იმპორტიორებს საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების გადაწყობა მოუწიათ. განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ გადაწყობას და ძველი სიმძლავრეების აღდგენას 12-დან 24 თვემდე დასჭირდება, რის გამოც ამ პერიოდში ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი შეფუთვის არსებული მოდელით უნდა გაიყიდოს. კანონპროექტი ამ ნორმის ამოქმედებას 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2024 წლის 31 დეკემბრიდან ითვალისწინებს. იყო თუ არა რეგულაციის გადავადება თავად ინდუსტრიის მოთხოვნა და როგორც ოპერირებს ეს სექტორი დღეს?

სტუმარი: ივანე ხასია - JTI-ს კორპორაციული დირექტორი;