Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიტკოინის მორიგი რეკორდი

5a1c0595f2636
BM.GE
27.11.17 16:12
579
ბიტკოინის ფასი რეკორდული სისწრაფით იზრდება. მისმა კურსმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება გასულ კვირასთან შედარებით, თითქმის 1 000 აშშ დოლარზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის 26 ნოემბრის მონაცემებით, 1 ბიტკოინის ფასი 9 640 აშშ დოლარს პირველად ასცდა, რაც საშუალოდ, 26 ათას ლარზე მეტია.

ცოტა ხნის წინ საინვესტიციო კომპანია Standpoint Research-ის დამფუძნებელმა რონი მოასმა აღნიშნა, რომ ათ წელიწადში ბიტკოინის ფასი შესაძლოა 50 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ასევე FundStrat Global Advisor-ის დამფუძნებელის ტომ ლიის განცხადებით, მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტის ღირებულება უახლოეს ხუთ წელიწადში 25 ათას აშშ დოლარს მიაღწევს.

პირველი ციფრული ვალუტის კაპიტალიზაცია ამ დროისთვის ოდნავ შემცირდა და 149.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.