Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებზე სემეკი მომავალი კვირიდან იმსჯელებს

5a2fa08aba0e5
დავით ჯალაღონია
12.12.17 13:24
675
"ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების ტარიფები თუ გაიზარდა, ეს სამომხმარებლო ტარიფში უნდა აისახოს. ამის შესახებ ბოცვაძემ ჟურნალისტებს სემეკში განუცხადა, სადაც კომპანიების საინვესტიციო გეგმების შესათანხმებლად სხდომა მიმდინარეობს.
მისი განმარტებით, კომპანიას წელიწადში საშუალოდ, 70 მილიონი ლარის საინვესტიციო გეგმა აქვს წარმოდგენილი, რაც სამი წლის ჭრილში სადისტრიბუციო ქსელში 220-230 მილიონ ლარამდე ინვესტიციას გულისხმობს, ხოლო გენერაციის ობიექტებში - 45 მილიონის.

"ინვესტიციებს აქვს გარკვეული გავლენა ტარიფზე, ესეც აისახება ტარიფში. თუმცა გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უნდა დავაკვირდეთ ამ დღეებში მოვლენებს, - შეიცვლება თუ არა თბოსადგურების და ჰიდროელექტორსადგურების ტარიფები.

თუ აქაც მოხდა ზრდა და ჩვენ მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება თუ გაიზარდა იმ ფონზე, რომ გაიზარდა "ენგურჰესის" ტარიფი, სხვა თბო და ჰიდროელექტროსადგურების ტარიფები, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ეს დიდი ალბათობით უნდა აისახოს ტარიფზე გარანტირებულად და დიდი ალბათობით, ზრდა იქნება გარდაუვალი. დავაკვირდეთ, მოხდება თუ არა ზრდა გენერაციის ობიექტების ტარიფების. მრავალი კომპონენტია, ვერ განვიხილავთ მხოლოდ ინვესტიციას, მხოლოდ ლარის კურსს. მრავალი კომპონენტი ერთმანეთს აბალანსებს. ეს საბოლოოდ სემეკის დასადგენია და დაველოდოთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, დიდწილად შესყიდული ელექტოროენეგიის ღირებულება უმთავრესი კომპონენტია, მაგრამ ინვესტიციებსაც თავისი ტვირთი გააჩნია", - განაცხადა ბოცვაძემ.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებზე სემეკი მომავალი კვირიდან იმსჯელებს.