Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობას საქართველოს გავლით ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარება სურს

5a8d229731ae5
BM.GE
21.02.18 11:35
651
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარების ინიციატივა დააყენა.

„საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების გავლით, ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის დღის წესრიგში“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც მან თურქულ მხარესთან აღნიშნული ინიციატივა დააყენა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს იქნება უმოკლესი გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ჩინეთიდან გერმანიამდე მდებარე ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს, რაც დიდ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოუტანს არამარტო ჩვენს სახელმწიფოებს, არამედ მასში ჩართულ ყველა სახელმწიფოებსაც.