Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თანამშრომლობს თუ არა Georgian Airways რუსულ საბანკო სისტემასთან?

BM.GE
09.03.22 18:35
298
“გვინდა, ყველას გავუცრუოთ იმედები და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია.” - ასე ეხმაურება ქართული ავიაკომპანია პროტესტს და საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას, რომელიც რუსული საგადახდო სისტემის მეშვეობით, კომპანიის ავიაბილეთების შეძენის შესაძლებლობას მოჰყვა. მინიმუმ ცოტა გაუგებარია წინადადება “გვინდა, ყველას გავუცრუოთ იმედები”, ისევე როგორც ამ წუთამდე გაუგებარია ვინ და რატომ დაამატა საგადახდო სისტემა “მირი”, შესაძლებელია თუ არა ბილეთის შეძენა ამ გზით და ა.შ.