Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Tav Georgia-მ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდია გადასცა

BM.GE
07.12.22 20:34
125
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა საავიაციო უნივერსიტეტის ხუთ სტუდენტს სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად სტიპენდია გადასცა. საავიაციო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა... ტავ ჯორჯია საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. მისი გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს.