Home
Category
TV Live Menu
Loading data...

TAV Georgia-ს სტიპენდიები სტუდენტებს

BM.GE
07.12.21 18:25
375
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ტავ-ჯორჯიას” გენერალურმა მენეჯერმა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა. საავიციაო უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტს თეა ზაქარაძემ, TAV-ის სტიპენდიის სახით სწავლის გადასახადი დაუფინანსა. სტუდენტებმა TAV Georgia-ს ხელმძღვანელობას ქართული ავიაციის განვითარების თავიანთი ხედვა გააცნეს და მათთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ტავ ჯორჯია, ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად უნივერსიტეტის ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს.